ახალი პარტნიორობა: „პროტექი“ და „აკრის დეველოპმენტი“ უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად ერთიანდებიან
ახალი პარტნიორობა: „პროტექი“ და „აკრის დეველოპმენტი“ უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად ერთიანდებიან
„პროტექი“ მოხარულია გაცნობოთ, რომ სამშენებლო და დეველოპერულ კომპანია „აკრის დეველოპმენტთან“ ოფიციალური პარტნიორობა გააფორმა.
თანამშრომლობის ფარგლებში, „პროტექი“ უზრუნველყოფს „აკრის დეველოპმენტის“ მიმდინარე და სამომავლო პროექტების სრულ სახანძრო უსაფრთხოებას. ჩვენი გუნდი პასუხისმგებელია თანამედროვე და მაღალი ხარისხის სახანძრო სისტემების პროექტირებაზე, მონტაჟსა და მათ სრულ შესაბამისობაზე მოქმედ უსაფრთხოების სტანდარტებთან და რეგულაციებთან.
ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა ისეთი პარტნიორის ნდობა, რომლისთვისაც უსაფრთხოება, ხარისხი და მომხმარებელზე ზრუნვა უმთავრეს პრიორიტეტებს წარმოადგენს. გვჯერა, რომ ერთობლივი მუშაობით შევქმნით კიდევ უფრო უსაფრთხო, საიმედო და დაცულ საცხოვრებელ თუ კომერციულ სივრცეებს.
მადლობას ვუხდით „აკრის დეველოპმენტს“ გამოცხადებული ნდობისთვის!